საქართველოში სამუშაო ვიზიტით მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, მისიის წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდნენ, სადაც ტყის მასივებში ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრების წინააღმდეგ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ.
ექსპერტები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რის მიხედვითაც დაიგეგმება სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, საიდანაც სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.