კვლევა საქართველოს ტყეების შესახებ

საგანგაშო კვლევა, რომელიც ტყის საფარში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საქართველოში ტყეების 35% დეგრადირებულია. ცალკე პრობლემაა ენდემური სახეობების მკვეთრი შემცირება. დოკუმენტში საუბარია ტყეების გაჩეხვის გახშირებულ შემთხვევებზეც. კვლევის მიხედვით, ადამიანურ ფაქტორთან ერთად ტყის საფარის ცვლილებაზე ბუნებრივმა პროცესებმაც მოახდინა გავლენა. ტყეების აღრიცხვა გარემოს დამცველების ერთი-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ახლა სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ტყის მასივის აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით კონკრეტული ზომები სწორედ კვლევითი დოკუმენტის საფუძველზე მიიღოს.