საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა – საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი, ესთერ ლინჩი ეწვია. ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, პროფკავშირების წარმომადგენლობას და დასაქმებულებს შეხვდა. მოგვიანებით კი, ჟურნალისტებისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ერთად, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც რვა წლის განმავლობაში იკავებდა პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას, ქართველი დასაქმებულებისთვის საკითხის მნიშვნელობა განმარტა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის მოლოდინშია.