პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადება

„პროფესიული კავშირების გაერთიანება“ დამსაქმებლების დამოკიდებულებას სამუშაო საათების განსაზღვრასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. ირაკლი პეტრიაშვილმა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებში დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობის კვირაში 48 საათიდან 40 საათამდე შემცირებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი, რომელიც 40-საათიან სამუშაო კვირას ეხება, დამსაქმებლების მხრიდან თანხების დაზოგვით აიხსნება.