პროფკავშირების საიუბილეო ყრილობა

პროფკავშირების გაერთიანება დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ყრილობასა და საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიებაზე საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ.

აქცენტი კეთდება პრობლემების მოგვარების საკითხში მედიის როლზეც. პროფკავშირების საქმიანობის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის და საუკეთესო სოციალური პარტნიორობისთვის, მედიასფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, ანუკი მასხარაშვილი, როგორც საუკეთესო სიუჟეტის ავტორი, დაჯილდოვდა.