საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შვიდ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მორიგი შეხვედრა დღეს ბათუმის პროკურატურაში გაიმართა.