გავლენიანი ეკონომისტები და ფინანსისტები საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს აფასებენ.
საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე დელეგატი ესტუმრა. მათ შორის იყვნენ ევროპის ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები. რამდენად ჯანსაღი გარემოა ბიზნესისთვის შექმნილი, როგორ ურთიერთობს სახელმწიფო და კერძო სექტორი და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის გასაზრდელად, – ეს დისკუსიის თემები იყო.
სამუშაო ადგილების გასაზრდელად და დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად ქართულმა მხარემ კონკრეტული რჩევები მიიღო.