საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთში.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. ამასთან, პარალიზებულია ზოგიერთი მეტროსადგური
აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორია ოპოზიური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანია.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ სერჟ სარგსიანის კანდიდატურა ოფიციალურად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.
ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა ხვალ უნდა აირჩიოს.