საპროტესტო აქციები რუსეთში

საპროტესტო გამოსვლების ფონზე წარიმართა რუსეთში რეგიონული არჩევნები.

საპენსიო ასაკის მოსალოდნელი ზრდით უკმაყოფილო მოქალაქეებმა სადავო კანონპროექტის გასაპროტესტებლად არჩევნების დღე შეარჩიეს. ერთდროულად ქვეყნის 80 ქალაქში გამართული დემონსტრაციები უმეტეს შემთხვევაში მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

სექტემბრის ბოლოს გაირკვევა, მოუწევს თუ არა ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა. სადავო საპნესიო რეფორმა დუმამ მეორე მოსმენით სწორედ თვის ბოლოს უნდა განიხილოს.