აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელეს

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელეს. სამიზნედ ქიმიური იარაღის საცავი და ლაბორატორია იქცა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო სამი სახელმწიფოს ერთობლივი სწორი გადაწყვეტილება ბარბაროსული რეჟიმის წინააღმდეგ.

პენტაგონის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სირიაში ავიაიერიში არ იგეგმება. სამი დასავლური ქვეყნის იერიში სირიის მთავრობის მიერ ქალაქ დუმაში მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ და რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ პირდაპირი იერიში რუსეთის მოკავშირე სირიის მთავრობის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება.