ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთში მორიგი საპროტესტო აქციის წინ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის რამდენიმე შტაბი გაჩხრიკეს. გავრცელებული ცნობით, ოფისში სამართალდამცველები მაშინ მივიდნენ, როდესაც შენობაში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. ამასთან, პოლიციამ გაჩხრიკა ნავალნის ორი მოკავშირის საცხოვრებელი ბინაც. მანამდე, პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ნავალნის მოსკოვის შტაბის კოორდინატორის სახლიც. საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტიც. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნავალნის იყენებენ, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში და ასევე რუსეთში კორონავირუსით შექმნილი სოციალური მდგომარეობით, ხალხის უკმაყოფილება იზრდება. ნავალნის მხარდამჭერი მორიგი აქცია დღესაა დაგეგმილი. ორგანიზატორებმა მოუწოდეს მომხრეებს, მოსკოვის დროით 20 საათზე გავიდნენ ქუჩაში და ტელეფონების სანათები ჩართონ.

მოამბე