აქციები რუსეთში

რუსული აგრესიისა და ომის გასაპროტესტებლად, რუსეთში მოსახლეობა პერმანენტულად დემონსტრაციების მოწყობას ცდილობს. დღეს აქციების გამართვა ეკატერინბურგში და მოსკოვში, წითელ მოედანზე სცადეს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სპეცრაზმელები შეკრებილებს შლიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე გამოსული ათასობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.