საპროტესტო აქციები რუსეთში

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები დაიწყო. ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ერთადერთი აქცია, რომელიც სანქცირებული იყო ყაზანში გაიმართა. აქტივისტებმა მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დაკავება, რეპრესიები და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები გააპროტესტეს. აქციაზე რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა. ამასთან, ხელისუფლებას, ნებართვა 200-კაციანი მიტინგის ჩატარებაზე ჰქონდა გაცემული და როდესაც მონაწილეთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია, პოლიციამ სხვა მომიტინგეებს აქციისთვის გამოყოფილ ადგილამდე მისვლის უფლება აღარ მისცა. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კი დემონსტრაცია ქალებმა გამართეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ ქალებს. მათ შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეს. ამასთან, სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები სხვადასხვა ქალაქიდან, სადაც მომიტინგეებს ხელში უჭირავთ ტელეფონები, რომელთაც სანათები ჩართული აქვთ. შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებმა, მომხრეებს პროტესტის გამოხატვა, სწორედ ამ ფორმით სთხოვეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი