ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები ქალაქ დუმაში მუშაობას იწყებენ

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები ქალაქ დუმაში დღეს მუშაობას შეუდგებიან.

ისინი 7 აპრილს განხორციელებული შეტევის ადგილს მოინახულებენ და ნიმუშებს აიღებენ. ამჟამად დუმას მთლიანად აკონტროლებენ სირიელი ჯარისკაცები. ქალაქში იმყოფებიან რუსეთის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებიც. სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალისტებს დუმაში დაბრკოლება არ შეექმნებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური შეტევის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა.

სირიელი მოხალისეები ამტკიცებენ, რომ იერიშის დროს 40 ადამიანი დაიღუპა.