ასადი ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და დასავლეთს უკანონოდ განხორციელებულ იერიშში ადანაშაულებს

18:10, 14.04.2018

სირიის პირველი პირი მის ორ მოკავშირესთან, რუსეთთან და ირანთან სატელეფონო საუბრებსა და კონსულტაციებს მართავს. ოფიციალური დამასკო ყოველგვარ კავშირს ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმასთან დღესაც უარყოფს და დასავლეთს უკანონოდ განხორციელებულ იერიშში ადანაშაულებს.

რუსეთის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა სირიაში ასადის მთავრობის წინააღმდეგ ავიაიერიში მიიტანეს. პენტაგონის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სირიაში მორიგი იერიშის განხორციელება დღის წესრიგში არ დგას.

 

მსგავსი