„პატრიოტთა ალიანსმა“ დუმაში შეხვედრები შეაჯამა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში რუსეთის დუმის წევრებთან გამართულ შეხვედრას აფასებენ.

დეპუტატებმა ბრიფინგზე მოსკოვში განხილული საკითხები ჩამოთვალეს და განაცხადეს, რომ მათი შეხვედრების დროს საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის ფართო სპექტრს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების განცხადებით, მოსკოვში პირდაპირ აღინიშნა, რომ განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზულად დაძაბა ვითარება, თუმცა დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.