სოლიდარობის აქცია თბილისში

ვლადიმერ პუტინის მმართველობა, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაკავება გააპროტესტეს თბილისშიც. ეთნიკურად რუსი მოქალაქეები თბილისში პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციაზე განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ რუსეთში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს და ამბობენ, რომ პუტინი თავის აგრესიულ პოლიტიკას არ წყვეტს და ქვეყანას დიქტატორული მეთოდებით მართავს.

მოამბე