ვნებათაღელვა არ ცხრება „ნამახვანჰესის“ გარშემო.
გუმათის დასახლებაში დღესაც ხმაურია. ამ წუთებში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში ის გზა აქვთ გადაკეტილი, რომელიც ინვესტორი კომპანიის სამშენებლო ბაზისკენ მიდის. პროტესტის ამ ფორმით აქციის მონაწილეები ცდილობენ, კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცენ. აქტივისტები ამბობენ, რომ სამშენებლო მასალებით დატვირთულ მანქანებს გზის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ, რის გამოც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. საპროტესტო აქციამ ახლა სწორედ „ენკას“ ბაზასთან გადაინაცვლა.
„მოამბე“ გუმათის დასახლებიდან, – ნინო ფისაძე ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.