ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ხმაურია თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში.

მდინარე ლოპოტაზე თითქმის ექვსმეგავატიანი ჰესის ასაშენებლად დაგეგმილი სამუშაოები მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება. ეკოლოგიური მდგომარეობის დამძიმების არგუმენტით ადგილობრივები მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. დილიდან აქციის მონაწილეები სოფლის შესასვლელში დგანან და ინვესტორ კომპანიას სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის შეტანის უფლებას არ აძლევენ. ლაფანყურის მცხოვრებლების მტკიცებით, კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც არ აქვს მომზადებული, რასაც „ართანა-ლოპოტას“ ხელმძღვანელობა უარყოფს.