პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 

პროტესტის და ვნებათაღელვის მიზეზი ხდება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

პოლონეთის დედაქალაქი და ათეულობით ქალაქის ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერთა აქციებმა მოიცვა. მიზეზი ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციას ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესად აცხადებს და რომლის მიხედვით პოლონელი მოსამართლეები ევროკავშირის კანონებს, როგორც უპირატესს, არ უნდა დაეყრდნონ. ადგილობრივი ოპოზიციის, ისევე როგორც ქუჩაში გასული დემონსტრანტების აზრით, ევროპაში პოლონეთის მომავალს ახლა საფრთხე ემუქრება. რეაქცია მწვავეა და საპასუხო ნაბიჯებს აანონსებენ ბრიუსელიდანაც.

მმართველ პარტიას კი იმის მტკიცება უწევს, რომ ევროკავშირიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.