პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ - რკინის ჯებირები რიონის ხეობაში

რკინის ჯებირების გამო რიონის ხეობაში სიტუაცია და ვნებათაღელვა კიდევ უფრო მწვავდება. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ. სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით გამოძიებაა დაწყებული. სამართალდამცავი უწყება დემონსტრანტებს რკინის კონსტრუქციების დაზიანებას ედავება, რასაც ადრესატები კატეგორიულად უარყოფენ. ჰესის მოწინააღმდეგეები საქმის აღძვრას მათი დაშინების მცდელობად აფასებენ. თბილისში ოთხდღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. გუმათის დასახლებაში მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო.

ინვესტორი კომპანიის მხრიდან ყველა სამუშაოს შეჩერება, ხეობიდან კომპანიის გასვლა, „ენკასა“ და სახელმწიფოს შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება და ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, – აქციის მონაწილეთა მოთხოვნები დღის წესრიგიდან არ იხსნება.