დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

ვნებათაღელვა არ ცხრება ჭყონდიდის ეპარქიაში.

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტერიტორია დღესაც მწვავე დაპირისპირების ადგილად იქცა. სასულიერო პირებს შორის უთანხმოება ფიზიკურ შეხებამდეც კი მივიდა. ადგილზე ვითარება ეპარქიის ახალი მმართველის, მეუფე სტეფანეს მიერ სალხინოს მონასტრის წინამძღვრის გადაყენების შემდეგ არის დაძაბული. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მიტროპოლიტი სტეფანე მონასტერში არ შეუშვეს, დღეს იქ მღვდელმსახური გოჩა ლიპარტელიანი მივიდა, რომელიც საღამოს წირვის ჩატარებას გეგმავდა. ადგილობრივმა სამღვდელოებამ მას ამის საშუალება არ მისცა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ტაძრის ყოფილი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, მონასტერი აღდგომამდე დაიხურება, მაგრამ ხვალ დილით მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები ტაძარში მისვლას ისევ გეგმავენ. უკვე ორ თვეზე მეტია, წმინდა სინოდის მიერ ეპარქიის ახალ მმართველად მიტროპოლიტ სტეფანეს გამწესების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობაა.

დატოვე კომენტარი