ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი განაჩენი საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ხდება.
მოკლული დავით სარალიძის მამისთვის ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის, რის გამოც მთავარი პროკურატურიდან აქცია პარლამენტთან ინაცვლებს.
ზაზა სარალიძე გახმაურებულ დანაშაულზე ჩატარებულ გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს და ითხოვს, დაისაჯონ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირები, რომლებსაც, მისივე თქმით, გამოძიება ამ დრომდე ხელს აფარებს.
ვერსია, რომელზეც სარალიძე თვეების განმავლობაში საუბრობდა, მოსამართლის დღევანდელმა განაჩენმაც გაამყარა.
მოკლული მოზარდის მამა შოთაძის უწყებას მტკიცებულებების განადგურებაშიც ადანაშაულებს.
აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან.