ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მენაბდის ეპიზოდის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. ადვოკატის ინფორმაციით, შეკითხვებს ის პირები უპასუხებენ, რომლებიც შემთხვევის დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ. მენაბდე ყველაზე ბოლოს, 6 თვის წინ დააკავებს.