ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე იკითხება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად ჩაიდინა დანაშაული. საქმეზე ის ბოლოს დააკავეს. სასჯელი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.