თბილისში მომხდარი მკვლელობა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა 8 ივლისს, თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს. დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.