მიმართვა პროკურატურას

მედიის წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც პლატფორმა „ალტ-ინფოს“ წევრების და მისი საქმიანობის დასადგენად, გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მედიის წარმომადგენლებს კითხვები აქვთ მთავარ საგამოძიებო უწყებებთან, ხომ არ დაინტერესდა თავად პროკურატურა „ალტ-ინფოს“ საქმიანობით, რადგან ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის ვიდეოები ძალადობრივ განცხადებებს შეიცავს.

ასევე, მედიის წარმომადგენლებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ 5 ივლისის კონტრაქციების მთავარი ორგანიზატორები და ის ადამიანები, რომლებიც მედიაზე თავდასხმის მითითებებს გასცემდნენ.