საპროტესტო აქცია ბათუმში.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11 წლის წინ, ამავე უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და გამოძიება მოითხოვეს.
2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტში მისული სტუდენტები, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენების გაპროტესტებას გეგმავდნენ, სპეცრაზმმა დაარბია. სპეცრაზმი შეიჭრა არა მარტო შენობის ეზოში, არამედ აუდიტორიებში. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტებს.