აქცია ბათუმში

აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის სახლთან. ბათუმის ბულვარისა და სანაპიროს მოიჯარეებმა ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემა მოითხოვეს. მათი ინფორმაციით, მთავრობა აუქციონის ჩატარებას გეგმავს, რაც მათთვის მოულოდნელი და მიუღებელია.
მოიჯარეები ამბობენ, რომ აუქციონისთვის მზად არ არიან, ისინი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის მონაწილეებმა აუქციონის გაუქმება მოითხოვეს, რადგან თვლიან, რომ კონკურენცია არაჯანსაღი იქნება, რადგან ბოლო პერიოდში ბათუმში უცხო ქვეყნის ბევრი მოქალაქე დასახლდა, რომელთაც გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი გააჩნიათ. რა ფორმით გადასცემენ ქონებას მოიჯარეებს, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ბულვარის დირექტორი განმარტავს, რომ გამონაკლისი იყო მხოლოდ ბოლო ორი წელი იყო, როდესაც პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ობიექტები დროებით სარგებლობაში მათ პირდაპირი წესით გადასცეს.