აქცია პარლამენტთან - ვითარება კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ქვებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ

საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის შესასვლელთან მყოფი აქციის მონაწილეები ქვებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა რკინის დამცავი ბარიერი გაარღვია, რომელიც რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობას ერთმანეთისგან ჰყოფდა. დემონსტრანტები ცდილობდნენ, მიახლოებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს რკინის ღობეს, რომლის მეორე მხარესაც სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.