პრემიერის განცხადება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპონენტებმა არარსებული ამბავი გამოიგონეს, თითქოს ხელისუფლება მისი დავალებით, სამეგრელოში სპეცრაზმის გაგზავნას გეგმავდა. რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია და რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს.

გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყების სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია, – აღნიშნულია განცხადებაში.