„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია ბათუმში

18:12, 01.04.2023

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და განაცხადეს, რომ დღევანდელი შეკრება 9 აპრილს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური დემონსტრაციის ერთგვარი მოსამზადებელი პროცესია. ოპოზიციური პარტია აქციის გამართვას ხვალ იმერეთშიც გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და ხელისუფლებისგან ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვენ.

 

მსგავსი