აქცია ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე გუშინ გვიან ღამით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ექვსი პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი მირდატ ქამადაძე. წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დრომდე სამი მოქალაქე რჩება, სამი არასრულწლოვანი კი გათავისუფლებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა მხოლოდ ბანერებზე განთავსებული იმ წარწერების გამო დააკავეს, რომელზეც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არაკორექტულად იყო მოხსენიებული.