აქცია ბათუმში

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ გვიან ღამით 25 პირი დააკავა. ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. სამინისტროს ცნობით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე განხორციელდა. დაპირისპირება გამსახურდიას ქუჩაზე გაშლილი კარვების აღებისა და ქუჩის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლების მცდელობას მოჰყვა.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირებული იყო და ქუჩის გადაკეტვის საჭიროება აღარ იდგა, რის გამოც მათ ტერიტორიის გათავისუფლება მოითხოვეს და აქციის მონაწილეებს დროც მისცეს. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ კარვები გაფრთხილების გარეშე დაარბია და დაიწყო დაკავებები. „აღნიშნული მონაკვეთი უნდა გათავისუფლებულიყო.

კარვები აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაშალეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ადგილზე დარჩებოდნენ, ვიდრე საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.