„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია

ბათუმში დღეს პოლიციელების მხრიდან თბილისის მეტროში შშმ პირზე ძალადობა გააპროტესტეს. აქცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულია, აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარეობს. შეკრებილები მომხდარს გმობენ და ყველა იმ საქმის გამოძიებას მოითხოვენ, რომლებშიც სამართალდამცველების გადაცდომა ფიქსირდება.