საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადება

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება მიეცემათ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი.

განცხადების დასაწერად დასაქმებულებს მხოლოდ ორი თვე აქვთ. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ.

განცხადების დაწერა შეუძლიათ ასევე მინდობილ პირებს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საქართველოს მასშტაბით საპენსიო სააგენტოს მომსახურების სივრცის 70 ლოკაციაა.