მოქალაქეთა დანაზოგები საპენსიო ფონდში

საპენსიო ფონდში მოქალაქეების დანაზოგი სამ მილიარდ ლარს აღწევს.

თანხის დიდი ნაწილი ქვეყნის შიგნით, გარკვეული ნაწილი კი საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ინვესტირებული. საუბარია ძირითადად ფასიან ქაღალდებზე. 2019 წელს ამოქმედებული რეფორმის მიხედვით, 40 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქის ხელფასის ორი % საპენსიო სააგენტოში ირიცხება, ამ თანხას სახელმწიფოს და დამსაქმებლის მიერ გაღებული ყოველთვიური თანხაც ემატება. მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, რამდენად დაცულია მათი თანხა, რომელიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უნდა განკარგონ და მაღალი ინფლაციის ფონზე როგორი იქნება თანხის მსყიდველუნარიანობა.

შალვა სუმბაძე არკვევდა, რამდენად დაზღვეულია ყველა შესაძლო რისკი.