საპენსიო დანაზოგის ინვესტირების ახალი წესი

ცვლილებებია საპენსიო სქემაში.

ახალი შესაძლებლობა უჩნდებათ პირებს, რომლებიც დაგროვებითი საპენსიო სისტემით სარგებლობენ. მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ 2019 წლის იანვრიდან დღემდე დაგროვილი დანაზოგი საკუთარი სურვილისამებრ განკარგონ. თუ მანამდე საპენსიო დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელებში, ანუ ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციებში და საბანკო დეპოზიტებზე იყო განთავსებული, ახლა უკვე მათ მფლობელებს უფლება ექნებათ, რომ თანხა კომპანიების აქციებშიც დააბანდონ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში პორტფელი მაღალრისკიან სტატუსს იძენს, რადგან მისაღებ სარგებელთან ერთად პოტენციური რისკებიც იზრდება.

პორტფელის შეცვლა მოქალაქეებს 6 სექტემბრამდე შეუძლიათ.