საპენსიო სააგენტოს ანგარიში

საპენსიო სააგენტომ 2023 წელი შეაჯამა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, 20 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების რაოდენობა 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს. ჩართული მოქალაქეების რაოდენობა კი მილიარდ 400 მილიონზე მეტია.

რაც შეეხება ინვესტირების შედეგად მიღებულ ამონაგებს, სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ მხრივ 2023 წელი წარმატებული წელი იყო, რადგან მოგებამ 400 მილიონს გადააჭარბა. დაგროვებითი პენსიით კი ამ დროისთვის უკვე 6 900-მა მოქალაქემ ისარგებლა.