იანვრიდან ძალაში შედის რეფორმა, რომელიც, სავარაუდოდ, 700 ათასზე მეტ მოქალაქეზე გავრცელდება.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებამდე თვეზე ნაკლები რჩება, ინიციატივის საინფორმაციო კამპანია კი ახლა იწყება.
რეფორმაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზევით კი – ნებაყოფლობითი.
სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა, მზად არის თუ არა საპენსიო სააგენტო და კერძო სექტორი რეფორმისთვის და იქნება თუ არა ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ინიციატივა წარმატებული.