თბილისში 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება.
განცხადება ამის შესახებ, საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, სამების საკათედრო ტაძრამდე იგეგმება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, – მოსალოდნელია თუ არა, მსვლელობის პარალელურად ადგილი ჰქონდეს 2013 წლის 17 მაისის მსგავს გამოსვლებს, – პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ საპატრიარქო გეგმავს მშვიდობიან მსვლელობას და ემიჯნება მსგავს მოვლენებს.