ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად, რამდენიმე წუთის წინ, ქაშვეთიდან აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სიონის ტაძარში მიაბრძანეს. მსვლელობის დაწყებამდე, პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.

მანამდე კი, წირვა აღავლინეს  სვეტიცხოველში, საიდანაც თბილისის მიმართულებით დაიწყო ხატებით მსვლელობა.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.