„ძალა ერთობაშიას“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ქალების უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა მათგან ის გამოწვევები და პრობლემები მოისმინა, რომლებიც ქალებს ზუგდიდსა და სამეგრელოს რაიონში აქვთ.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავარ პრობლემად კვლავ ოჯახში ძალადობა რჩება, ასევე გამოწვევებია რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებითაც.
სანდრა რულოვსის თქმით, ეს მისი მიმართულებაა და ზუგდიდში ყოფნისას ამ საკითხზე მუშაობას გეგმავს. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ზუგდიდის გეოგრაფიული მდებარეობა და აფხაზეთთან სიახლოვე კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ეს ქალაქი და რეგიონი უფრო დატვირთული უნდა იყოს. რულოვსი ალბობს, რომ აფხაზეთიდან ქალები სწორედ ზუგდიდში გადმოდიან დახმარების მისაღებად.