საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

ვის სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ვის არა. „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მის პოზიციას ემიჯნებიან სხვა ოპოზიციური პარტიები. „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ სტატუსის მიღება მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ შედის.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მურმან დუმბაძის განცხადება მათი ოპონენტების საერთო პოზიციას წარმოადგენს. მათივე თქმით, ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მიღების ეშინია.