ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქცია

ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. აქცია დღეს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გაიმართა.

აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა შაბათს ფართომასშტაბიანი აქცია იმ ციხესთან დააანონსეს, საიდანაც ოკუპანტებმა შვიდი თვის წინ ზაზა გახელაძე გაიტაცეს. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.