ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ადასტურებს, რომ მისი ძმა მკვლელობის დღეს საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს უნდა შეხვედროდა, – ამის შესახებ შვედეთში მცხოვრებმა ზურაბ ხანგოშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი სანდრა რულოვსს ბერლინში ჩეჩნურ დიასპორასთან შეხვედრის ორგანიზებაში ეხმარებოდა. გარდაცვლილის ძმა აღნიშნავს, რომ გამოძიების ფარგლებში იკითხება ყველა, ვისთანაც ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობამდე ჰქონდა კონტაქტი. შეგახსენებთ, რომ გერმანული მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, სანდრა რულოვსი ტელეფონით  გამოიკითხა.