„ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი შეხვედრა

შეკრება თავისუფლების მოედანზე და რუსულად შესრულებული „თბილისო“. „ნაციონალური მოძრაობა“- „ძალა ერთობაშიას“ საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა დღეს ცნობილი სიმღერა ქართულთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის ენაზეც იმღერა. მოგვიანებით, ბუბა კიკაბიძეს განმარტების გაკეთება მოუხდა. ბლოკის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციაზე შეკრებილებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც. ყოფილმა პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა გამარჯვების პერსპექტივაზე, თუმცა არ უხსენებია კოალიციური მთავრობა, რომელიც დანარჩენი ოპოზიციის მთავარი გზავნილია.

ნათია ქენქაძე ადევნებდა თვალს აქციას, რომელიც ახლა კონცერტით გრძელდება.