სააკაშვილის ფაქტორი - დაპირისპირება ოპოზიციაში 

მიხეილ სააკაშვილის გამო ოპოზიციაში ისევ გაჩნდა უთანხმოების ნიშნები.

ამჯერად მიზეზი გუბაზ სანიკიძეა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის და მისი ჩამოსვლის გარეშე ოპოზიციური გაერთიანების შანსებს ეჭვქვეშ აყენებს. ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ ამ განცხადებას ნიკა მელიას მწვავე რეაქცია მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ძალა ერთობაშია“-ს სიის მე-16 ნომერი ხელისუფლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. რეაქციებით გაირკვა, რომ სანიკიძეს სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიებისგან შექმნილ ოპოზიციურ ერთობაში არცთუ ბევრი თანამოაზრე ჰყავს.

ორაზროვანი იყო ექს-პრეზიდენტის დისტანციური გზავნილიც, სადაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მისამართით საინტერესო მინიშნება გაკეთდა.