„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება

„ძალა ერთობაშიას“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მურთაზ ზოდელავამ, ფოთში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამას მათი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს. ზოდელავას მტკიცებით, იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, რომლებიც გამზადებულები არიან ე.წ კარუსელისთვის.