ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს გაერიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი. სანდრა რულოვსი თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ოპოზიციის მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდება.
ყურადღება გამახვილდა ლაზიკას მნიშვნელობაზე. სანდრა რულოვსის თქმით, ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან მუშაობის შედეგად, აშენდება ახალი ქალაქი, სადაც ასიათასობით ადამიანი დასაქმდება.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ადგილობრივებმა ეკონომიკურ სიდუხჭირესა და უმუშევრობის პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ.